ავღანეთის ხელისუფლების წრამოამდგენელთა ცნობით, ავღანურმა ძალებმა ქვეყნის ღაზნის პროვინციაში ხოგიანის რაიონზე კონტროლი დაიბრუნეს.
მანამდე ავღანეთის სამხედრო ძალებსა და ამბოხებულ თალიბებს შორის რამდენიმე საათიანი ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობდა.
ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, თალიბებმა უკანდახევის წინ რამდენიმე სამთავრობო შენობა გადაწვეს. თალიბების უკანდახევა მათმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმაც დაადასტურა. მისივე თქმით, თალიბებმა რამდენიმე ავღანელი პოლიციელიც დააატყვევეს.
ნატოს ინფორმაციით, კოალიციის ძალებმა ჰელმენდის პროვინციაში 15 თალიბი გაანადგურეს.