ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთში საპროტესტო გამოსვლები აიკრძალა


საუდის არაბეთში საპროტესტო გამოსვლები აიკრძალა
საუდის არაბეთში საპროტესტო გამოსვლები აიკრძალა

საუდის არაბეთში შიიტი უმცირესობა ნავთობით მდიდარ აღმოსავლეთში ცხოვრობს ბაჰრეინის მახლობლად.

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ აკრძალა საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ, რაც მცირერიცხოვანმა დემონსტრანტებმა ამ არაბულ სამეფოში რეფორმების გატარება მოითხოვეს.

სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უშიშროების ძალები აღკვეთენ ქვეყნის დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას.

აკრძალვა ძირითადად შიიტი უმცირესობის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც ციხეებიდან პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას მოითხოვს.

საუდის არაბეთში შიიტი უმცირესობა ნავთობით მდიდარ აღმოსავლეთში ცხოვრობს ბაჰრეინის მახლობლად, სადაც ამასწინათ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გაიმართა.

XS
SM
MD
LG