ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეოინჟინერია გლობალური დათბობის წინააღმდეგ


გეოინჟინერია გლობალური დათბობის წინააღმდეგ
გეოინჟინერია გლობალური დათბობის წინააღმდეგ

ახალ წიგნში "როგორ გავაგრილოთ ჩვენი პლანეტა?" მეცნიერები კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ გეოინჟინერიის გამოყენებაზე მსჯელობენ.

მსოფლიოში მეცნიერები ყველანაირად ცდილობონ მოიძიონ საშუალებები ,რითაც გლობალური დათბობის მთავარ გამომწვევ მიზეზს, ატმოსფეროში სათბური გაზების ამოფრქვევას გააკონტროლებენ.

ზოგიერთი ექსპერტი აზრით, დედამიწა დაღუპვას მაშინ გადაურჩება, თუ ადამიანები გეოინჟინერიას მიმართავენ. ამ სადავო საკითხზე ახლახანს გამოიცა წიგნი სახელწოდებით “როგორ გავაგრილოთ ჩვენი პლანეტა“,რომლის ავტორი ჯეფ გუდელი გახლავთ.

როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, თავის დროზე გეოინჟინერიას სერიოზულად არც იგი აღიქვამდა. თუმცა მას მერე, რაც შარშანდელმა კოენჰაგენის კლიმატური ცვლილების კონფერენციამ სრული კრახი განიცადა, გუდელის აზრით, დედამიწას ახლა მხოლოდ გეოინჟინერია თუ გადაარჩენს.

გუდელი თავის წიგნში აღწერს,რომ გეოინჟინერია გლობალური დათბობის პრობლემას ორი გზით მოაგვარებს: პირველი გახლავთ-კარბონდიოქსიდის ატმოსფეროდან ამოღების ტექნოლოგია და მეორე - მზის სხივების დაბლოკვა. მეცნიერის განმარტებით, მზის სხივების დაბლოკვის ტექნოლოგია იმ ბუნებრივ პროცესის ანალოგიური იქნება,როცა ვულკანური ამოფრქვევის შედეგად ატმოსფეროში გაბნეული სტრატოსფეროს ნაწილაკები მზის სხივებს აირეკლავენ და უკან კოსმოსში დაბრუნდებიან.

გარემოს დამცველების დიდი ნაწილი ბუნებასთან თამაშის კატეგორიული წინააღმდეგია. თუმცა გუდელი აღნიშნავს,რომ კაცობრიობა დიდი ხანია ზეგავლენას ახდენს გარემოს სამყაროზე და ამით არანაირ სარგებელს არ იღებს.

„ჩვენ საკმაოდ დიდ გავლენას ვახდენთ კლიმატზე, როცა ყოველდღიურად მილიარდობით ტონა სათბურ გაზს ვაფრქვევთ ატმოსფეროში. ამიტომაც დინების წინააღმდეგ კი არ უნდა ვიმოქმედოთ, არამედ შევისწავლოთ რეალობა და ისეთი ტექნოლოგიები შევქმნათ, რაც კლიმატურ ცვლილებათა დრამატულ განვითარებას შეუშლის ხელს“

წიგნში „როგორ გავაგრილოთ პლანეტა“ ჯეფ გუდელი ცდილობს გეოინჟინერიის დარგში ცნობილი მეცნიერების იდეები განიხილოს:

„იდეალური იქნებოდა,რომ ჩვენი პლანეტის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი შეკრებილიყო და ერთ საერთო გადაწყვეტილებამდე მისულიყო. მაგრამ რეალურად ასე არ ხდება.არადა სტრატოსფეროში ნაწილაკების გაბნევა და პლანეტის გაგრილება ბევრად უფრო იაფი საშუალებაა. ამას არ სჭირდება არც განვითარებული ქვეყნები და არც მილიარდები. საკუთარი ძალებით ამ პროექტის განხორციელებას ერთი რომელიმე მდიდარი სახელმწიფო ან მილიარდერიც კი შეძლებს.“

თუმცა ექსპერტები კიდევ ერთ მნიშვნელოვენ საკითხზე სწუხან და ეს თემა ჯეფ გუდელსაც ძალზე აფიქრებს. დღესდღეობით კლიმატის გლობალური ცვლილებები არა მარტო სათბურ გაზებზე, არამედ რომელიღაც უგუნური ქვეყნის ლიდერის გადაწყვეტილებაზეცაა დამოკიდებული:

„შეუძლებელია გააკონტროლო ქვეყნა,რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს. ვინ იცის, როდის მოისურვებს ამ იარაღის გამოყენებას? ასეთ ქვეყნებსა და პიროვნებებს ვერც იმაში დაარწმუნებ,რომ პლანეტის გაგრილება მათ ინეტერესებშიც შედის“

გუდელის აზრით , დადგა დრო, როცა პოლიტიკოსები, მეცნიერები, გარემოსა და ადამიანის უფლებათა დამცველები საერთო ძალისხმევით გაერთიანდნენ და პლანეტის გაგრილების სხვადასხვა გზები მოიძიონ.

„ყველა მეცნიერი ერთსულოვანია იმაში,რომ სათბური გაზების გამოყოფა უნდა შემცირდეს,თუმცა ამის განხორციელება რთულია და ამიტომაც სხვა საშუალებებია საპოვნელი“

ჯეფ გუდელი საკუთარ წიგნში „როგორ გავაგრილოთ პლანეტა „წერს,რომ გეოინჟინერიის არც ერთი ნოვატორული იდეა არ დაჯდება იმაზე მეტი ,რასაც კლიმატური ცვლილელების შედეგად გამოწვეული კრიზისი მოიტანს. ამიტომაც საჭიროა შეიქმნას გეოინჟინრული კვლევითი პროგრამა, რომელიც ნოვატორულ წინადადების რიკსებისა და ხარჯების გაანგარიშებაზე იმუშავებს.

XS
SM
MD
LG