ჩრდილოეთ კორეა სამხრეთს მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებაში ადანაშაულებს.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ განცხადებებში აღნიშნულია, რომ თუ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში იყო, ამაზე მხოლოდ სამხრეთ კორეამ უნდა აგოს პასუხი.
მას შემდეგ, რაც ფხენიანმა კუნძულ იონგპიანგის მიმართულებით საარტილერიო დაბომბვა განახორციელა, კორეის ნახევარკუნძულზე სამხედრო მზადყოფნაა გამოცხადებული.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმის დროს დაიღუპა სამხრეთ კორეის ორი მეზღვაური და კუნძულის ორი მოქალაქე.