ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაივანს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება


ტაივანს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება
ტაივანს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება

ქარიშხლის პირველი დარტყმა სავარუდოდ ტაივანის საპორტო ქალაქს ხაოსიუნგზე მოხდება.

ტაივანი ძლიერ ტაიფუნს ელოდება,რომელიც ქვეყანას ჩრდილოეთ ფილიპინების მხრიდან დაატყდება.


ფილიპინებზე უკვე რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს და ძლიერ ქარმა უკვე 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


ქარიშხლის პირველი დარტყმა სავარუდოდ ტაივანის საპორტო ქალაქს ხაოსიუნგზე მოხდება.კატასტროფის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია თითქმის დასრულებულია.


აღსანიშნავია ისიც, რომ ტაიფუნმა ჩრდილოეთ ფილიპინების ტერიტორიაზე რამდენიმე მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია. ფილიპინების მედიის ცნობით, მსხვერპლის რიცხვი ათამდე აღწევს, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება.

სტიქიამ ფილიპინების კუნძულებზე სულ 11 პროვინცია დააზარალა. შედეგად 100,000 ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

XS
SM
MD
LG