ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ ყაიდას რამდენიმე წევრი განადგურებულია


მავრიტანიის ჯარებმა მალის საზღვრებთან ალ ყაიდას ჩრდილოეთ აფრიკის ფრთის 12 მეამბოხე მოკლეს.

მავრიტანიის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ფრანგული საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ შეტაკებისას მოკლულია 2 და დაჭრილია 4 სამხედრო.

დაუდგენელია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი ნიგერიაში საფრანგეთის 5 მოქალაქისა და 2 აფრიკელის გატაცებას.

საფრანგეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ გატაცებასთან სწორედ ალ ყაიდას ჩრდილოეთ აფრიკის ფრთაა კავშირში. თუმცა პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ ჯერობით არავის აუღია.

XS
SM
MD
LG