საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გეორგეო პაპანდრეუ მოსახლეობას რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით მიმართავს. მისი განცხადებით, რეფერენდუმზე მოქალაქეებმა უნდა გამოხატონ თავის პოზიცია, სურთ თუ არა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სისტემის ცვლილება, რომლის შედეგად ქვეყანას უზარმაზარი ვალი აქვს დაგროვებული და გაბანკროტების პირას იმყოფება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ეს არის კრიტიკული მომენტი ქვეყნის ცხოვრებაში, როდესაც მისი მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზიციებისგან სესხის აღიარებას და ქვეყნის გადარჩენას ცდილობს. მისი თქმით, რეფერენდუმი მის მთავრობა უფრო მეტი მოქნილობის საშუალებას მისცემს, რათა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგარეო დახმარების აღების საკითხი.
გეორგეო პაპანდრეუ ამ ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც მთავრობის მოქმედება უკვე მისმა პარტიის წევრებმაც გააკრიტიკეს. სამშბათს საბერძნეთის პარლამენტი მთავრობისადმი ნდობის საკითხს უყრის კენჭს.