ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთმა ჯგუფმა ისრაელის მიერ ღაზას სექტორის ბლოკადის დასრულების მიზნით რეკომენდაციები შეიმუშავა.
საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები წინადადებას აყენებენ კვიპროსში ევროკავშირის მონიტორების მიერ ღაზაში შემავალი გემები და სხვა სახის ტვირთი შემოწმდეს, რათა პალესტინის ტერიტორიაზე იარაღისა და აკრძალული მასალების შეტანა გამოირიცხოს.
ამ რეკომენდაციის შესახებ, ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებმა დღეს, გაზეთ "ჰერალდ ტრიბიუნში" გამოქვეყნებულ წერილში ისაუბრეს.
სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის სამწლიანი ბლოკადის შედეგად ღაზაში შეიქმნა პირობები, რომლებმაც ფლოტილიაზე ისრაელის რეიდი გამოიწვია.