ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბინ ლადენის ცოლებს სასჯელი მოელით


პაკისტანის მთავრობა აცხადებდა, რომ პირველი ტერორისტის ცოლებს სამშობლოში მაშინ დააბრუნებდა, როგორც კი მათი დაკითხვა დასრულდებოდა.

პაკისტანის მთავრობა ოსამა ბინ ლადენის სამ ქვრივს ქვეყნის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთაში ადანაშაულებს.

პაკისტანის შიანაგან საქმეთა მინისტრის რეჰმან მალიკის განცხადებით, ბრალდება დაკავებულებს კვირის დასაწყისში წაუყენეს.

ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ როდის წარსდგებიან ბინ ლადენის ქვრივები სასამართლის წინაშე.

ექპსერტების ვარაუდით, თუ სამ ქალბატონს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა დაუმტკიცდება, მათ ხუთი წლით პატიმრობა მოელით.

ოსამა ბინ ლადენის ცოლებსა და 10 შვილზე ზედამხედველობა პაკისტანის მთავრობამ მას მერე აიღო, რაც ამერიკის სადაზვერვო სამასახურმა 2011 წლის მაისში ოსამა ბინ ლადენი სიცოცხლეს გამოასალმა.

მაშინ პაკისტანის მთავრობა აცხადებდა, რომ პირველი ტერორისტის ცოლებს სამშობლოში მაშინ დააბრუნებდა, როგორც კი მათი დაკითხვა დასრულდებოდა.

XS
SM
MD
LG