ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბინ ლადენი ობამას მკვლელობას გეგმავდა


ილიას ქაშმირი გასული წლის ივნისში ამერიკული უპილიტო საფრენი აპარატის საშუალებით გაანადგურეს.

ალ-ყაიდას ყოფილი ლიდერი ოსამა ბინ ლადენი შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას მკვლელობას გეგმავდა. ასევე დაგეგმილი იყო გენერალ დევიდ პეტრეუსის მკვლელობაც, რომელიც ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო დანაყოფებს ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი დევიდ იგნატიუსი წერს. ამ დასკვნას ის, ბინ ლადენის რეზიდენციაში აღმოჩენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით აკეთებს. ბინ ლადენი ამ დოკუმენტში წერს, რომ ობამას მკვლელობის შემდეგ ამერიკის ლიდერი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება.

პრეზიდენტ ობამას მკვლელობა ბინ ლადენმა პაკისტანელ ტერორისტს ილიას ქაშმირის შესთავაზა. ილიას ქაშმირი გასული წლის ივნისში ამერიკული უპილიტო საფრენი აპარატის საშუალებით გაანადგურეს. ამერიკის ოფიცილაური პირები და ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ აღნიშნული თავდასხმის რეალური საშიშროების დამადასტურებელი ცნობები არ არსებობდა. თუმცა, ჟურნალისტი ამ დოკუმენტების გამოქვეყნებას აპირებს

XS
SM
MD
LG