ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის ისლამისტურ პარტიას გამარჯვების სჯერა


ეგვიპტის ისლამისტურ პარტიას გამარჯვების სჯერა

პრემიერ მინისტრმა ქამალ ელ-განზურიმ მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა დაასახელა.

პირველ რაუნდში მიღებული საუკეთესო შედეგების შემდეგ, ეგვიპტის წამყვანი ისლამისტური პარტია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვარაუდობს.

მუსლიმთა საძმოს თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია აცხადებს, რომ ოფიციალური ცნობით, 44 გამარჯვებული კანდიდატიდან 24 მათი პარტიის წევრია.

არჩევნების მომდევნო ორი რაუნდი მომავალი ორი თვის განმავლობაში ჩატარდება. 448 კაციან პარლამენტში ქვედა პალატის არჩევნები 17 პროვინციაში კიდევ უნდა ჩატარდეს. ზედა პალატის არჩევნები სავარაუდოდ იანვარში დაიწყება და მარტის ბოლომდე გასტანს.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგები ოფიციალურად მას მერე გამოცხადდა, რაც პრემიერ მინისტრმა ქამალ ელ-ღანზურიმ მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა დაასახელა.

XS
SM
MD
LG