ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბინ ლადენის მობილური ტელეფონი


ბინ ლადენის მობილური ტელეფონი
ბინ ლადენის მობილური ტელეფონი

არ არსებობს უტყუარი სამხილი იმისა, რომ პაკისტანელ ჯაშუშებს რაიმე როლი მიუძღვით ოსამა ბინ ლადენის მფარველობაში.

გაზეთი „ ნიუ იორკ თაიმსი“ იტყობინება, რომ ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის მომენტში აღმოჩენილ მობილურ ტელეფონში ნაპოვნია იმ შეიარაღებული დაჯგუფების საკონტაქტო ნომრები, რომელსაც პაკისტანის სადაზვერვო სამსახურთან აქვს კავშირი.

ანონიმ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ მობილური ტელეფონის აღმოჩენა მიუთითებს, რომ ეს ჯგუფი, სახელწოდებით "ჰარადათ ულ მუჯაჰედინი" ოსამა ბინ ლადენის მხარდამჭერი ქსელის ნაწილი იყო პაკისტანში.

გაზეთის ცნობით, ტელეფონი ბინ ლადენის რწმუნებულ კურიერს ეკუთვნოდა, რომელიც აბოთაბადში 2 მაისს განხორციელებული რეიდისას დაიღუპა ოსამა ბინ ლადენთან ერთად.

ნიუ იორკ თაიმსი დასძენს, რომ ამერიკელი ანალიტიკოსების ცნობით, ამ ჯგუფის მეთაურებმა პაკისტანის დაზვერვის ოფიციალურ პირებს დაურეკეს. თუმცა ამ ეტაპზე, როგორც გაზეთშია ნათქვამი, არ არსებობს უტყუარი სამხილი იმისა, რომ პაკისტანელ ჯაშუშებს რაიმე როლი მიუძღვით ოსამა ბინ ლადენის მფარველობაში.

სტატიაში მოყვანილია ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებაც, რომელიც ამბობს, რომ მობილურის აღმოჩენამ შეიძლება ბევრი ინფორმაცია გახსნას, თუ როგორ ახერხებდა ბინ ლადენი წლების განმავლობაში იმ ქალაქში ცხოვრებას, სადაც პაკისტანელი სამხედროები არიან დაბანაკებული.

XS
SM
MD
LG