ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბია: „საერთაშორისო ამნისტიის" ანგარიში


ლიბია: „საერთაშორისო ამნისტიის" ანგარიში

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ აცხადებს, რომ ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ, სავარაუდოდ ომის დანაშაული ჩაიდინა ქალაქ მისრატაში. დღეს ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ამბობს, რომ კადაფის ძალებმა უკანონოდ მოკლეს მშვიდობიანი მოსახლეობა და არაპროპორციულად მიმართეს ძალას, ბრძოლისას მძიმე არტილერია, რაკეტები, კასეტური ბომბები და სნაიპერები გამოიყენეს.

„საერთაშორისო ამნისტიის“ წარმომადგენელი დონათელა როვერა ამბობს, რომ მისრატას მაცხოვრებლებზე სასტიკი თავდასხმა განხორციელდა, რასაც შედეგად ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ ფონზე, საფრანგეთი აცხადებს, რომ დღეს ქვეყნიდან 14 ლიბიელ დიპლომატს განდევნის. გუშინ, ანალოგიური მოქმედება ბრიტანეთმაც განახორციელა და ლონდონიდან ორი ლიბიელი დიპლომატი დაითხოვა.

XS
SM
MD
LG