ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის მომხრეები ტრიპოლიში მარშირებენ


კადაფის მომხრეები ტრიპოლიში მარშირებენ

დემონსტრაციაში ასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ისინი კადაფის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

სახელმწიფო ტელევიზია ბენღაზიში სამთავრობო ძალების მიერ კონტროლის აღდგენის შესახებ იტყობინება. თუმცა ეს ინფორმაცია ვერ მოწმდება დამოუკიდებელი წყაროებით.

ამ ფონზე, უცნობია კადაფის მეუღლისა და ქალიშვილის ადგილსამყოფელი. გუშინ, დასავლური პრესა ციტირებას უხდენდა ტუნისის უსაფრთხოების ძალებს, რომ ორივე მათგანმა ტუნისის საზღვარი გადაკვეთა. მოგვიანებით, ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არ დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია.

ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე უარყო ცნობა, რომ ლიბიიდან გაიქცა ნავთობის მინისტრი შუქრი ღანემი.

XS
SM
MD
LG