ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო ლიბიაში პროკლამაციებს ავრცელებს

ნატო ლიბიაში პროკლამაციებს ავრცელებს
ნატო ლიბიაში პროკლამაციებს ავრცელებს

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ძალები ლიბიის მთავრობის სიმაგრეებზე შეტევებს აძლიერებენ. ამ ოპერაციაში ჩართულია, როგორც სამხედრო-საჰარეო დარტყმები, ასევე ფსიქოლოგიური ომის ელემენტები. ოპერაციების ერთ-ერთი ხელმძღვანელის მაიკ ბრეკენის განცხადებით, სამშაბათს ნატოს ავიაციამ მუამარ კადაფის სამხედრო ნაწილებში პროკლამაციები ჩამოყარა და მათ სახლებში და ყაზარმებში დაბრუნებისკენ მოუწოდა. მიმართვაში ნატომ კადაფის ჯარისკაცებს მოუწოდა მოერიდონ ნებისმიერ სამხედრო დანადგარის სიახლოვეს ყოფნას, რადგან ისინი ნატოს დარტყმების უპირველესი სამიზნეები არიან. გუშინ ალიანსის დარტყმების სამიზნეები დედაქალაქ ტრიპოლიში პოლიციის და უშიშროების შტაბბინები გახდა.

This item is part of
XS
SM
MD
LG