ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის ხელისუფლება საერთაშორისო გეგმას გმობს


ლიბიის ხელისუფლება საერთაშორისო გეგმას გმობს
ლიბიის ხელისუფლება საერთაშორისო გეგმას გმობს

ლიბიის ხელისუფლება მკაცრად აკრიტიკებს საერთაშორისო გეგმას, რომლის მიხედვითაც მეამბოხეებს და ლიბიის მშვიდობიან მოსახლეობას მილიონობით დოლარის დახმარება უნდა გაეგზავნოს.ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხალედ ხაიმმა, განაცხადა, რომ ლიბია დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მსგავსი ფინანსური დახმარება მის საქმეებში უკანონო ჩარევას ნიშნავს.

22 ქვეყნისგან შექმნილმა ორგანიზაციამ, რომელსაც ლიბიის საკონტაქტო ჯგუფის სახელით მოიხსენიებენ, გადაწყვიტა ოპოზიცია საწვავით, სამხედრო აღჭურვილობით, სურსათით, მედიკამენტებით და სხვა აუცილებელი ნივთებით მოამარაგოს. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ სანქციადადებული საბანკო ანგარიშების ნაწილს აღნიშნულ ფონდს მოახმარს. ლიბიის ლიდერთა ანგარიშებზე დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხაა გაყინული.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ ლიბიის ლიდერ - მუამარ კადაფის - ომის დანაშაულში დებს ბრალს. მისრატაში განხორციელებული საბრძოლო ოპერაციების დროს სამთავრობო ძალებმა მშვიდობიანი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში მძიმე არტილერია, რაკეტები, კასეტური ბომბები და სნაიპერები გამოიყენეს.

XS
SM
MD
LG