ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ მუსლიმთა საზოგადოება


ამერიკელ მუსლიმთა საზოგადოება
ამერიკელ მუსლიმთა საზოგადოება

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში სხვადასხვა პროფესიის და სოციალური ფენის ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები იკრიბებიან.

ამერიკელი მუსლიმი ლიდერების ინსტიტუტში შეკრებილი სტუდენტები ერთმანეთს საკუთარ ცხოვრებაზე მოუთხრობენ. ბოლოს აქ დიდი გამოცოცხლება ანტიმუსლიმანური გამოსვლების დროს შეინიშნებოდა. მაშინ ამერიკელები 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილთან ახლოს ისლამური ცენტრის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

ხურამ ზემანი მათ სპეციალური საგანმანათლებლო ვებგვერდის მუშაობაში ეხმარება:

„ზოგადად ისინი ამერიკელებისგან გარკვეულ აგრესიას და შეტევას გრძნობენ. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ სიტუაციის უფრო ღრმა ანალიზს. მიგვაჩნია, რომ დღევანდელი კრიზისი უფრო ამერიკულ საზოგადოებაში თანამედროვე ტიპის ლიდერთა დეფიციტით და შესაბამისად, მასშტაბური, გლობალური ხედვის არქონით არის გამოწვეული.“

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში სხვადასხვა პროფესიის და სოციალური ფენის ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები იკრიბებიან. ზოგი რელიგიური ორგანიზაციებიდან მოდის აქ, ზოგი კი სულაც არ არის მუსლიმი, მაგრამ თანაუგრძნობს მათ.

სამარ ახმედი ოჰაიოს სქესობრივი ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციას წარმოადგენს. ასმა უდინს კი ქალებისთვის სპეციალური ვებგვერდი აქვს შექმნილი, რომელიც მუსლიმანურ საზოგადოებაში ქალის როლის ტრანსფორმირებას ასახავს. ზოგიერთი მათგანი შტატებშია დაბადებული, ბევრს ემიგრანტი მშობლები ჰყავს.

მეგანი ამერიკაში დაბადებული და გაზრდილი მუსლიმი მოქალაქეა.

“მე ნიუ იორკის უნივერსიტეტის ისლამურ ცენტრს წარმოვადგენ და ვამაყობ ამით. ჩვენი საზოგადოება იქ საკმაოდ გახსნილი და მიმღებია სხვადასხვა კულტურების და ტრადიციების მიმართ. ყველა ასაკის და ყველა სოციალური ფენის ადამიანს ნახავთ ჩვენთან“.

მას ეთანხმება კალიფორნიელი სოციალური მუშაკი ასმა მენი:

„ჩვენი მშობლების თაობისგან განსხვავებით ჩემი ასაკის ადამიანები უფრო ვუგებთ ერთმანეთს“- ამბობს იგი.

ამერიკელ მუსლიმ სამოქალაქო ლიდერთა ინსტიტუტის დირექტორი ნადია რაუმანი აღნიშნავს, რომ მისი ორგანიზაცია თავს უყრის მთელი ქვეყნის ახალგაზრდა მუსლიმ ლიდერებს. იგი ცდილობს დაეხმაროს მათ ბიზნეს-კონტაქტების დამყარებაში, საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, მომავალი სტრატეგიების განვითარებაში და შეძლებისდაგვარად ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში. ზოგჯერ - საემიგრაციო საბუთების მოწესრიგებაშიც კი.

ახლახანს პროფესიონალი მსახიობი ჰყავდათ მოწვეული, რომელიც საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებში ავარჯიშებდა მათ. დეტროიტელი მოხუდინი აღნიშნავს, რომ ეს კლასი ამერიკელებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ქალბატონი რაუმანი იმედოვნებს, რომ სწორედ ეს ახალგაზრდა ლიდერები განავითარებენ და დახვეწენ მომავალში ამერიკულ სინამდვილეს.

XS
SM
MD
LG