ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის პრემიერ მინისტრი პირობას დებს


ეგვიპტის პრემიერ მინისტრი პირობას დებს
ეგვიპტის პრემიერ მინისტრი პირობას დებს

შარაფის განცხადებით, იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა გაამართლოს ეგვიპტელი ხალხის იმედები.

ეგვიპტის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ესამ შარაფმა ქაიროს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს აღუთქვა, რომ ამიერიდან ქვეყნის უშიშროების ძალები მხოლოდ ეგვიპტის მოქალაქეთა ინტერესებს დაიცავენ.

ბატონი შარაფი თაჰრირის მოედანზე შეკრებილ დემონსტრანტებს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას შეპირდა.

ესამ შარაფის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა გაამართლოს ეგვიპტელი ხალხის იმედები. ხუთშაბათს საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნის შემდეგ, მუბარაქთან დაახლოებული ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი გადადგა და სამხედროებმა მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე ესამ შარაფი დანიშნეს.

XS
SM
MD
LG