ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ოპოზიცია პრემიერ მინისტრს უტევს


რუსული ოპოზიცია პრემიერ მინისტრს უტევს
რუსული ოპოზიცია პრემიერ მინისტრს უტევს

ლუჟკოვის გადაყენების შემდეგ დღევანდელი მიტინგი მოსკოვის ახალი მერის ნებართვით ჩატარდა.

დღეს მოსკოვის მთავარ მოედანზე ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

“პუტინო-გადადექი!“ ამ ლოზუნგით რუსეთის უახლოეს ისტორიაში ოპოზიცია პირველად გაერთიანდა. პუტინის გადადგომა, ვადამდელი და თავისუფალი არჩევნები, მილიციის რეფორმა, კორუფციის აღმოფხვრა და გამჭვირვალე ბიუჯეტი - ეს საკითხები ოპოზიციის მთავარ ლოზუნგად იქცა.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ოპოზიციას არ აძლევდა საშუალებას მიტინგები ჩაეტარებინა. ლუჟკოვის გადაყენების შემდეგ, დღევანდელი მიტინგი მოსკოვის ახალი მერის ნებართვით ჩატარდა.

“ამერიკის ხმა“ დემონსტრანტებს გაესაუბრა.

განთქმულმა მოჭადრაკე და ასევე ცნობილმა ოპოზიციონერმა გარი კასპაროვმა “ამერიკის ხმას“ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა:

“ჩვენ ვითხოვთ პუტინის გადადგომას. ის აუცილებლად უნდა წავიდეს. მან რუსეთში შეუძლებელი გახადა არსებობა. ჩვენ ტოტალიტარულ სახელმწიფოში გვიწევს ცხოვრება. თქვენ აკვირდებით, თუ რა პროცესები ხდება დღევანდელ რუსეთში? აქ დღითიდღე უფრო საშიში ხდება ცხოვრება. პუტინის იდეოლოგიისგან განსხვავებული აზრი ჩანასახშივე ნადგურდება. მე მინდა მთელ მსოფლიოს მივმართო თხოვნით, რომ თანადგომა გაგვიწიონ და რუსეთის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩემოყალიბებაში დაგვეხმარონ“

ლოლიტა ცარია პოლიტიკურ მოძრაობა “გაერთიანებულ ფრონტს“ ხელმძღვანელობს. იგი თვლის, რომ პუტინის გადადგომით რუსეთში დემოკრატიული ცვლილებები დაიწყება:

“ჩვენ ვცხოვრობთ ჯაშუშების, ნაძირლების და სინდისგაყიდული ადამიანების ქვეყანაში. კრემლს ძალიან უნდა, რომ დაგვაჩოქოს და გაგავსრისოს. მიხარია, რომ ჩვენ მოვახერხეთ გაერთიანება და საერთო ძალით ვაპირებთ შევუტიოთ ამ ხელისუფლებას. რუსეთი ცნობილია ჟურნალისტების მკვლელობებით. არც ერთი ჟურნალისტის მკვლელობა არ არის გამოძიებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პუტინი ხელისუფლებას რომ ჩამოვაშოროთ“

რუსი სამართალდამცველი ლევ პანამარიოვი თვლის, რომ მიტინგები მანამდე გაგრძელდება, სანამ პუტინი არ გადადგება:

“მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი მიტინგით. აქ ათასზე მეტი ადამიანი მოვიდა თავისი პოზიციის გამოსახატავად. რუსეთში მხოლოდ მაშინ მოხდება ცვლილებები, როცა ჩვენ გავიაზრებთ, რომ ეს ჩვენი ქვეყანაა. იცით, კორუფციას რუსეთში ძალიან სერიოზული ფესვები აქვს გადგმული. პუტინი აუცილებლად უნდა მოშორდეს!“

პუტინის მოსვლის მერე რუსეთში პოლიტიკური ცვლილებები დაიწყო. გაჩნდა ტერმინი “ პოლიტიკური პატიმარი“. მიხეილ ხოდორკოვსკი ამის ნათელი მაგალითია. ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია მომწყვდეული. ერთადერთი გამოსავალი პუტინის გადადგომაა - ეს ის ძირითადი მესიჯი იყო, რომელიც დღევანდელ მიტინგზე არაერთხელ გაჟღერდა. გაერთიანებული ოპოზიცია მომოავალ მიტინგს 12 დეკემბერს გამართავს.

მიუხედევად იმისა, რომ აქცია სანქციონირებული იყო, ხუთი ადამიანი დაკავებულია.

XS
SM
MD
LG