ლიბიის ოპოზიცია ახალი გამოწვევის წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც მუამარ კადაფიმ თავისი მომხრეებისთვის იარაღის დარიგება გადაწყვიტა.
კადაფის ათასობით მოწინააღმდეგე ლიბიის ქალაქ ბენგაზში შეიკრიბა მისი გადადგომის მოთხოვნით.
ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლიში კი კადაფის ერთგულმა უშიშროების ძალებმა მშვიდობიან დემონსტრანტებს გაუხსნეს ცეცხლი.
მუამარ კადაფი კიდევ ერთხელ გამოვიდა სახელმწიფო ტელევიზიით და ახალგაზრდობას ლიბიის დაცვისკენ მოუწოდა.
ხუთშაბათს მოსახლეობისადმი მიმართვის დროს მუამარ კადაფიმ ლიბიაში დაწყებულ სახალხო აჯანყებაში ალ-ყაიდა დაადანაშაულა.
ლიბიის უდიდესი ნაწილი ამჟამად აჯნყებულთა ხელშია. კადაფი მხოლოდ ქვეყნის დედაქალაქს აკონტროლებს.