ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსალოდნელი ცენზურა ბლექბერი მესინჯერს


მოსალოდნელი ცენზურა ბლექბერი მესინჯერს
მოსალოდნელი ცენზურა ბლექბერი მესინჯერს

"რისერჩ ინ მოუშენისა" და არაბული სამყაროს ჭიდილში, უბრალო მომხმარებლის უფლებები ილახება.

მიუხედავად მათი სწრაფვისა მაღალი შენობების და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართ, ზოგიერთი სახის ტექნოლოგიური სიახლის გამოყენება არაბულ სამყაროს აშფოთებს.

საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები აცხადებენ, რომ კანადური კომპანია “ რისერჩ ინ მოუშენი”, რომელიც ბლექბერის მოდელის მობილურ ტელეფონებს აწარმოებს, საშუალებას აძლევს ტერორისტებს, დაფიქსირების შიშის გარეშე იურთიერთონ.

ბენ ვუდი უკაბელო ტექნოლოგიების კომპანიიდან ამბობს, რომ იმ კომპანიისთვის, რომელიც საკუთარ თავს რეკლამირებას სწორედ უსაფრთხო მესინჯერის მეშვეობით უწევს, ეს სახარბიელო სიტუაცია არ არის.

“უსაფრთხოება ბლექბერის ტიპის მობილური ტელეფონის ნიშანია და მან უნდა უზრუნველყოს მისი არსებობა. მაგრამ მეორეს მხრივ, ისიც არ შეუძლიათ, რომ მთავრობის მოთხოვნას, რეგულაციების შესახებ უხეში უარი უთხრან.”-აცხადებს ვუდი.

ინდოეთი და ინდონეზია იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც თვლიან, რომ ბლექბერი მესინჯერი ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. ამერიკელი კანონმდებლები ამბობენ, რომ ქვეყნების მოთხოვნები ლეგიტიმურია, თუმცა ციფრული უფლებების დამცველი ადვოკატები ავტორიტარული რეჟიმების ქვეყნებში ამ სიტუაციის ბოროტად გამოყენებაზე შიშობე.

ლესლი ჰარისი, ერთ-ერთ მათგანია. ის ვაშინგტონის დემოკრატიისა და ტექნოლოგიების ცენტრში მუშაობს.

“არაბეთის გაერთიანებული საემიროები ხალხი ბლექბერი მესინჯერს შეკრებების მოსაწყობად იყენებდა, ყველაფერი აქედან დაიწყო, აქ პოლიტიკურ აქტივობაზე იყო საუბარი და არა იმაზე, რასაც შეეძლო ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნა.”-ამბობს ჰარისი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები საუდის არაბეთსა და ბლექბერის მწარმოებელ კანადურ კომპანიას შორის პროგრესით მიმდინარეობს, თუმცა არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა კომპანია “რისერჩ ინ მოუშენს” დრო ოქტომბრამდე მისცა.

ჰარისი თვლის, რომ ამ სიტუაციაში უბრალო მომხმარებლის უფლებები ილახება და მას ყოველ წუთს იმის შიში უნდა ჰქონდეს, რომ მის მიმოწერას აკონტროლებენ.

“ეს მხოლოდ მთავრობის კონტროლს არ ნიშნავს, ეს უკვე კანონის ფარგლებში კონტროლია, თუ შენ განქორწინების პროცესში ხარ, ან ბავშვისთვის იბრძვი სასამართლოში, შესაძლოა შენს მომიწერას საპირისპირო მხარე კითხულობს.”-ამბობს ჰარისი.

მისი თქმით, განხილვები ბლექბერის ირგვლივ საჭიროა, ეს ხალხისთვის ნათელს ხდის, რომ ბევრჯერ დაფიქრებაა საჭირო იმაზე, გახდეს თუ არა პირადი ინფორმაცია საჯარო.

“საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ შენ ელექტრონულ რეჟიმში უფრო მეტ ინფორმაციას ათავსებ და კომპანია მათ აგროვებს და ყიდის. იქმნება ერთი დიდი პორტფოლიო, სადაც ასახულია თუ ვინ ხარ, რას საქმიანობ. შემდეგ მთავრობას, კანონის ფარგლებში, მისი ნახვა შეუძლია.”-აცხადებს ადვოკატი.

ვაშინგტონში მდებარე დემოკრატიისა და ტექნოლოგიების ცენტრი მთავრობის მიერ მობილური ტელეფონების მოსმენის აკრძალვის იდეას ლობირებს, უკიდურეს შემთხვევაში მას სურს დაამტკიცოს რომ კონკრეტულად ბლექბერი მესინჯერი ქვეყნის ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ცენტრში ასევე თვლიან, რომ კანადური კომპანია “რისერჩ ინ მოუშენის” მოლაპარაკებები მთავრობასთან გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა მომხმარებელი სედეგების საქმის კურსში იყოს.

XS
SM
MD
LG