სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ორგანიზაციის სამიტზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობა არ დამყარდება, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა ფუნდამენტურად არ შეიცვლის მოქცევის წესესს.
მდგომარეობა რეგიონში მაშინ დაიძაბა, როდესაც მარტში სამხრეთ კორეული გემის ჩაძირვის შემდეგ 46 ადამიანი დაუიღუპა. საერთაშორისო გამოძიებამ დაადგინა, რომ გემი ჩრდილოეთ კორეულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა, თუმცა ფხენიანს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
“ჩვენ გული გვწყდება და ვგმობთ ჩრდილოერთ კორეის საქციელს. პროვოკაციას, გემის ჩაძირვას, დესტაბილიზაციის ეფექტს ჩრდილოეთ კორეაზე, ჩვეულებრივი და ბირთვული შეიარაღების გავრცელებას- რადგან ჩვენ ამ ყველაფერს სერიოზულ პრობლემად განვიხილავთ.”-განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
გემის ჩაძირვის საპასუხოდ, ამერიკა უახლოეს მომავალში გეგმავს იაპონიის ზღვაში სამხრეთ კორეას მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაუტაროს. ოფიციალურმა პირებმა ამას ჩრდილოეთ კორეის გაფრთხილება უწოდეს. ფხენიანი სამაგიეროს გადახდით იმუქრება.
“ამერიკის მიერ წამოწყებულ მუქარას ჩვენ ფიზიკურ პასუხს გავცემთ. ეს მე-19 საუკუნე აღარ არის, როდესაც დიპლომატიის დამყარება სამხედრო გემების დახმარებით ხდებოდა. ეს 21-ე საუკუნეა და აზიის ქვეყნები დემოკრატიის გზით მიდიან.”-განაცხადა ჩრდილოეთ კორეის მთავრობის პრეს მდივანმა რი თონგ ილმა.
სტეფან იეტისი ყოფილი ვიცე პრეზიდნეტის, დიკ ჩეინის ყოფილი მრჩეველია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მისი თქმით, რეგონში მოხშირებული ამერიკული სამხერდო წვრთნები მოკავშირეების მხარდაჭერის და მათთან თანამშრომლობის დემონსტრირებაა.
“ასე რომ დანარჩენი რეგიონის გადასაწყვეტია, რომელ მხარეს სურთ მათ ყოფნა, ერთი მხარე რომელიც დარწმუნებულია, თუ მხარე რომელიც მხარდაჭერისა და ძალის დემონსტრირებაში რაღაც მუქარას ხედავს.”
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ორგანიზაციის სამიტზე, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სამხედრო წვრთნები იაპონიის ზღვაში გაამართლა და მათ სამხრეთ კორეის დაცვისთვის გაწეული ძალისხმევა უწოდა.
სამიტზე მომზადებულ მოხსენებაში, წევრი ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამდნენ სამხრეთ კორეული გემის ჩაძირვის გამო, თუმცა არც ერთი მხარე არ დაუდანაშაულებიათ.