ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი იაპონიისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს


ჩინეთი იაპონიისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს
ჩინეთი იაპონიისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

იაპონიის ლიდერები აცხადებენ რომ ჩინეთის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ.

ჩინეთი იაპონიისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. იაპონიის პრემიერ მინისტრმა ნაოტო კანმა განაცხადა, რომ ბოდიშს არ მოიხდის ჩინეთის თევზსაჭერი გემის კაპიტნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ზღვაში არსებული დაუსახლებელი კუნძულები სადაც კაპიტანი დააკავეს იაპონიის ტერიტორიაა.

კუნძულების სახლეწოდებით სენკაკუს საკუთრებას ორივე ქვეყანა იჩემებს. კუნძულების მიმდებარე ტერიტორია თევზით, ბუნებრივი აირითა და ნავთობით არის მდიდარი.

იაპონიის ლიდერები აცხადებენ, რომ ჩინეთის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ. როგორც ჩინეთის ოფიციალური პირები ამბობენ, კაპიტნის დაკავება კანონის დარღვევა იყო.

XS
SM
MD
LG