ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადარჩენილი ბავშვი უკვე სამშობლოშია


მისი მშობლები და 11 წლის ძმა ავიაკატასტროფის დროს დაიღუპნენ.

ლიბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ერთადერთი გადარჩენილი ბავშვი სამშობლოში - ნიდერლანდებში დაბრუნდა.

ცხრა წლის ჰოლანდიელმა რუბენ ვან ესოუვიმ ტრიპოლის საავადმყოფო დღეს გამთენიისას ბიძის და დეიდის თანხლებით დატოვა და სამედიცინო რეისით სამშობლოში გაემგზავრა.

გამგზავრებამდე ბიჭუნამ განაცხადა, რომ მისი მშობლები და 11 წლის ძმა ავიაკატასტროფის დროს დაიღუპნენ. აერობუსი ა-330 ტრიპოლის ახლოს ოთხშაბათს ჩამოვარდა, რის შედეგადაც 103 ადამიანი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG