ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სექტემბერში ისრაელ-პალესტინელთა მოლაპარაკება დაიწყება


ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის ლიდერები მიესალმებიან აშშ-ს განცხადებას იმის თაობაზე, რომ განახლდება სამშვიდობო მოლაპარაკება ამ ორ მხარეს შორის. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების პროიცესი ფაქტობრივად დაიწყება 1 სექტემბერს თეთრ სახლში დაგეგმილი შეხვედრით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ისრაელის, პალესტინის ავტონომიის, ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერები. ამ შეხვედრის შემდეგ კლინტონი პირადად შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეტანიაჰუსა და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს, რასაც მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყება მოჰყვება თან. კლინტონის თქმით ეს მოლაპარაკება შეიძლება ერთი წლის განმავლობაში დასრულდეს და შედეგად გამოიღოს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა.

XS
SM
MD
LG