ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ მიტჩელი აშშ-ს დაბრუნდა


ახლოაღმოსავლეთში აშშ-ს წარმომადგენელმა ვერ მიაღწია ისრაელ-პალესტინელთა უშუალო მოლაპარაკების განახლებას. ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეტანიაჰუსთან შეხვედრისას იერუსალიმში ნეტანიაჰუმ მზადყოფნა გამოხატა პალესტინელებთან უშუალო სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე, თუმც მოითხოვა ამ მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაწყება. მიტჩელმა ნეტანიაჰუს უთხრა, რომ აშშ იზიარებს ისრაელის მიზნებს და კვლავაც გააგრძელებს ისრაელის ლიდერებთან თანამშრომლობას, ისევე როგორც პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან. თუმც აღსანიშნავია, რომ მიტჩელმა ვერ შესძლო დაერწმნებინა აბასი უშუალო მოლაპარაკებაში ჩაებას ისრაელთან.

XS
SM
MD
LG