ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკასა და ჩინეთს შორის მოლაპარაკება დაიწყო


აშშ-სა და ჩინეთს შორს მაღალი დონის მოლაპარაკება დაიწყო, რომლის მიზანია ამერიკა-ჩინეთის ეკონომიური ურთიერთობის გაფართოვება. აშშ-ის სახელმწფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა შეხვედრის წინ გაკეთებულ განცხადებაში პეკინს მოუწოდა ითანამშრომლოს დასავლეთთან ისეთ საკითხებში, როგორიცაა ირანის ბირთვული პროგრამა, ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდის ჩაძირვა და სხვა. როგორც ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, არავინ მოელის იმას, რომ პეკინი და ვაშინგტონი ყველა საკითხზე მიაღწევენ თანხმობას, მაგრამ ერთი რამ ნათელია - ყველა საკითხი ღიად იქნება განხილული.

XS
SM
MD
LG