ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ელჩი: „არ იქნება კარგი, თუ კონსტიტუციას თანამდებობების უზრუნველსაყოფად გამოიყენებენ“


ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი

530 მილიონი ევროს დამხმარება საქართველოს 1992-2007 წლებში, კიდევ 500 მილიონი ევრო 2008 წლის აგვისტროში რუსეთთან ხუთდღიანი ომის შედეგების შესამსუბუქებლად.

2010-2013 წლების დახმარების პროგრამის ფარგლებში კი 180 მილიონი ევრო გამოიყო, რომელიც დემოკრატიულ განვითარებას, კანონის უზენაესობას, კარგ მმართველობას, ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მარეგულირებელ რეფორმას, რეგიონულ განვითარებას, მდგრად ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, სიღარიბის დაძლევასა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერას უნდა მოხმარდეს - ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, საქართველოს ყველაზე მსხვილი პარტნიორის - ევროკავშირის მიერ დაწეული დახმარება ციფრებში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 1995 წლიდან ფუქციონირებს. მეშვიდე თვეა მისიას, ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფილიპ დიმიტროვი ხელმძღვანელობს.

ჩამოსვლის დღიდან დიმიტროვი აქტიურად არის ჩაბმული საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების პროცესში, რომელმაც 2012-2013 წლებისთის დანიშნული ორი უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის საარჩევნო გარემოს თვისობრივი გაუმჯობესება უნდა უზრუნველყოს.

"ამერიკის ხმა" დაინტერესდა როგორი იქნება ევროკავშირის პოლიტიკა თუ პრეზიდენტი სააკაშვილი და მმართველი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში კიდევ დიდი ხნით დარჩა, რაც შეიძლება ნაწილობრივ უზრუნველყოს განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვილებებმა. ელჩი ფილიპ დიმიტროვი ამბობს

„პირველ რიგში მინდა ნათლად განვასხვავო ორი მიდგომა. პირველი, როდესაც კონკრეტული კონსტიტუციის მიხედვით ხალხი წყვეტს სად უნდა იყოს კონცენტრირებული ძალაუფლება და მეორე სრულიად განსხვავებული სიტუაცია, როდესაც კონსტიტუციის შეცვლა ძალაუფლების კონცენტრირების მიზნით ხდება.

კონსტუტუციის შეცვლა ნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს შორის არსებობს თანხმობა, რომ ერთი მოდელიდან გადავდივართ მეორე მოდელზე და ასეთი ცვლილება ნიშნავს საქართველოს სურვილს იმოქმედოს წესისა და კანონის საფუძველზე.

რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებას, ეს ისეთი ცვლილებაა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ერთ რიგში აყენებს იმ ექვსი ქვეყნის კონსტიტუციებთან, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ გახდნენ ევროკავშირის წევრები.

ესენია პოლონეთი, ლიტვა, რუმინეთი, ბულგარეთი და კიდევ ორი ქვეყანა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სწორედ ამ მიმართულებით შეცვალეს საკუთარი კონსტიტუციები: სლოვაკეთი და სლოვენია.

მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის არ იქნება კარგი თუ კონსტიტუციას იმისთვის გამოიყენებს, რომ კონკრეტული პიროვნებების კონკრეტული თანამდებობები უზრუნველყოს. კონსტიტუციის ცვლილება პრინციპის საკითხია. ეს პრინციპი კი როგორც გითხარით ევროკავშირის ექვსი ახალი წევრისთვის მისაღები აღმოჩნდა.

მახსოვ როდესაც ვწერდი დისერტაციას პოლიტიკურ სიტუაციაზე კომუნიზმის შემდეგ, საქართველოს განვიხილავდი ქვეყანას, სადაც შესაძლოა პოზიტიურად განვითარებულიყო მოვლენები, მაშინ დავწერე რომ საქართველო იყო საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყანა. ისეთი მმართველობისა, რომელიც არ იყო ტიპიური იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საბოლოოდ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდნენ.

ახლა მე იძულებული ვარ ამოვჭრა ეს ნაწილი ჩემი დისერტაციიდან, რადგან საქართველოს მოდელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი იქნება. ამას გარდა მიმაჩნია, რომ არ მაქვს უფლება მივსჯელო იმაზე თუ როგორი სტუქტურა ჩამოყალიბდება, რადგან არ მომისმენია განცახადება, რომლის მიხედვითაც რაიმე კონკრეტული აზრი ჩამომიყალიბდებოდა.

ერთი რამ მინდა ვთქვა, დემოკრატია პირველ რიგში პასუხისმგებლობას ნიშნავს. დიდ ბრიტანეთს მაგალითად წლების განმავლობაში კონსერვატიული პარტია და მარგარეტ ტეტჩერი მართავდა.

ჩვენ ვნახეთ გერმანია, სადაც კანცლერი კოლი ორ ვადაზე მეტხანს მართავდა ქვეყანას. მე ახლა საპარლამენტო რესპუბლიკების მაგალითები მომყავს. მიუხედავად ამისა, არა მგონია ვინმეს ეჭვი შეეტანოს ამ ქვეყნების დემოკრატიულობაში.

საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სიტუაციაა და სწორედ ეს უნდა იქნას გათვალისწინებული. მთავარია ყველაფერი კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში ხდებოდეს.

საქართველოს არჩევანს მე ვერ გავუკეთებ კომენტარს, მე მხოლოდ შემიძლია დავაკვირდე და იმედი გამოვთქვა, რომ არჩევანი კარგი იქნება.“

27 მილიონ ევროს ხარჯავს ბრიუსელი წელიწადში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შენახვაზე. მისიაში ევროკავშირის 26 ქვეყნის 300 მეტი მოქალაქეა ჩართული, აქედან 200 დამკვირვებელია. სადამკვირვებლო მისიას ოთხი ოფისი აქვს, თბილისში, მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში.

1 ივლისიდან ევროკავშირის გარდამავალი თავჯდომარეობა, პირველად კავშირში შესვლის შემდეგ პოლონეთმა მიიღო, ამავე პერიოდს დაემთხვა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად პოლონელი დიპლომატის ანდჟეი ტიშკევიჩის დანიშვნა.

ეს ერთადერთი საერთაშორისო მისია საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში. მისიის მანდატი, რომელიც 2008 წლის შემდეგ ორჯერ გაგრძელდა ამჯერად 14 სექტემბრამდეა ძალაში, თუმცა ბრიუსელშიც და თბილისში დარწმუნებულნი არიან, რომ მანდატი ნებისმიერი პოლიტიკური ამინდის პირობებში გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG