ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი ამერიკის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება


ბრიტანეთი ამერიკის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება
ბრიტანეთი ამერიკის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება

ირანთან დაკავშირებით ამერიკის და ბრიტანეთის პოლიტიკა ერთმანეთს ემთხვევა.

ობამა-კემერონს შორის ურთიერთობების დათბობის საწყისი, თეთრ სახლში ერთობლივი პრეს კონფერენციის დაწყების პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა.

“ჩვენ ახლახანს შევაჯამეთ არაჩვეულებრივი განხილვები თემაზე: რა ჯობს, ლუდი ჩვენი მშობლიური მხარეებიდან ცივი მივირთვათ თუ თბილი.”- აღნიშნა ბარაკ ობამამ.

ავღანეთი ამერიკა ბრიტანეთის ურთიერთობისთვის ყველაზე დიდი გამოცდაა. ნატოს სამხედრო კონტიგენტს შორის 9000 ბრიტანელი სამხედრო ყოველ დღე მომაკვდინებელ ომში იბრძვის.

ივნისის თვეში პრემიერ მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ის ავღანეთის დატოვებას 2015 წლისთვის მოელის.

ერთობლივ პრეს კონფერენციაზე ბარაკ ობამა და დევიდ კემერონი, პრემიერის პოსტზე დამტკიცების შემდეგ პირველად შეხვდნენ და სტრატეგიაზე შეთანხმდნენ.

“ჩვენ თალიბების ბოლომდე დამარცხებას ვაპირებთ. უსაფრთხოების ისეთ დონემდე გაზრდა გვსურს, რომ ავღანელებმა მასზე პასუხისმგელბლობის საკუთარ თავზე აღება მალე შეძლონ. გავაფართოვებთ რეგიონალურ თანამშრომლობას, მათ შორის პაკისტანთან.”-განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ბარაკ ობამას 2011 წელს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. ეს სურვილი მან რამდენიმე თვის წინ დააფიქსირა. თუმცა მანვე დასძინა რომ ჯარების გამოყვანის პროცესი შექმნილ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

პრემიერ მინისტრმა კემერონმა დაადასტურა მხარეების ვალდებულება უსაფრთხოების პასუხისმგებლობის ავღანელებისთვის გადაცემის შესახებ. თუმცა მან ხაზი გაუსვა საკითხების პოლიტიკური რესურსით დარეგულირების მნიშვნელობას.

“მათთვის, ვინც ამჟამად იბრძვის, თუკი ისინი ძალადობის გზას მიატოვებენ, ალ ყაიდასთან კონტაქტს გაწყვეტენ, თუკი ავღანეთის ახლანდელი კონსტიტუციას მიიღებენ, მათ აქვთ მომავალი მშვიდობიან ავღანეთში.”-აღნიშნა პრემიერმა.

პრეზიდნეტმა ობამამ და პრემიერ მინისტრმა კემერონმა ისაუბრეს ლიბიელი კაცის გათავისუფლების საკითხზე, რომელიც ლოკერბიში, შოტლანდიაში პანამის ავიახაზების თვითმფრინავის აფეთქებისთვის იხდიდა სასჯელს. არსებობს უსაბუთო მტკიცება, რომ კომპანია ბრითიშ პეტროლიუმმა შოტლანდიაზე ზეწოლა განახორციელა აბდელ ბასეტ ალი ალ-მეღრაჰის გამოშვების გამო, რათა ლიბიაში ნავთობჭაბურღილის გათხრები ეწარმოებინა.

პრემიერ მინისტრმა კემერონმა განაცხადა, რომ ალ-მეღრაჰის გათავისუფლება შეცდომა იყო. თუმცა არ არსებობს არანაირი ეჭვი იმისა, რომ შოტლანდიაზე ზეწოლა სწორედ ბიპიმ მოახდინა.

ირანთან დაკავშირებით ამერიკის და ბრიტანეთის პოლიტიკა ერთმანეთს ემთხვევა. თეირანის ბირთვული პროგრამის გამო, მხარეები ქვეყანაზე სანქციების დაწესებას მხარს უჭერენ.

20 ივლისი ბატონმა კემერონმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრით დაასრულა, რომლებმა ალ-მეღრაჰის გათავისუფოლებისთვის შოტლანდია ღიად გააკრიტიკეს.

XS
SM
MD
LG