ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიას ეკონომიკური კრიზისი ემუქრება


იტალიას ეკონომიკური კრიზისი ემუქრება
იტალიას ეკონომიკური კრიზისი ემუქრება

სესხზე საპროცენტო განაკვეთი იტალიაში დღეს რეკორდულ ზედა ზღვარს მიუახლოვდა. სპეციალისტები შიშობენ, რომ ევროპის კონტინენტის ზომით მესამე ეკონომიკას საბერძნეთისმაგვარი ფინანსური კრიზისი ემუქრება. 10-წლიან სესხზე საპროცენტო განაკვეთმა 6 პროცენტს გადააჭარბა.

დღის ბოლოს, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ბირჟები ფუნქციონირებას დაასრულებს, პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის, გამოსვლას ელოდებიან. ბიუჯეტის დასაბალანსებლად გამოყოფილმა რამდენიმე მილიონიანმა პაკეტმა იტალიის ბაზარი ჯერჯერობით ვერ მოაწესრიგა.

ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი საგანგებო მისიით ჟან კლოდ ჟანკერს, ევროზონის ფინანსთა მინისტრების თავმჯდომარეს, შეხვდა. შექმნილი სიტუაცია ესპანეთში განვითარებულ მოვლენებს ჰგავს. ფინანსურმა კრიზისმა ევროპის რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკა შეარყია, მათ შორის ირლანდია და პორტუგალიაც იყვნენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საბერძნეთს, ირლანდიას და პორტუგალიას ფინანსური დახმარების დამატებითი პაკეტი გამოუყო. მაგრამ იტალიაც და ესპანეთიც თითოეული ზომით ამ სამი ქვეყნის ეკონომიკის ჯამზე ორჯერ დიდია. ამიტომ იქ სიტუაციის გამოსწორება ევროკავშირისთვის არც ისე იოლი იქნება.

XS
SM
MD
LG