ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ერთიანი ტურისტული რეგიონის განუყოფელი ნაწილია


საქართველო ერთიანი ტურისტული რეგიონის განუყოფელი ნაწილია
საქართველო ერთიანი ტურისტული რეგიონის განუყოფელი ნაწილია

ბათუმში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობის, ტურიზმის განვითარების ცენტრის ”ნიუკასის” და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით გიდების ფორუმი გაიხსნა.ფორუმის

"საქართველოს 2011 წლის ბიუჯეტისთვის ერთერთი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარება იქნება" - აცხადებს საქართველოს ხელისუფლება.

"მომავალი წლისთვის პრიორიტეტული იქნება ბათუმში, ანაკლიაში, განმუხურში, სვანეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება, რაც საქართველოში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. მიმდინარე, 2010 წლის მონაცემებით, ტურისტების 35%-ანმა მატებამ საქართველოს მთავრობას დაანახა, რომ ამ მიმართულებით დახარჯულ 1 ლარს, შემდგომ ქვეყნის მოსახლეობისთვის 5-ჯერ მეტი მოგება მოაქვს” - აცხადებს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი.

სწორედ დღეს ბათუმში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობის, ტურიზმის განვითარების ცენტრის ”ნიუკასის” და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით გიდების ფორუმი გაიხსნა.

ფორუმის განსახილველი თემებია: სამხრეთ კავკასიასა და თურქეთს შორის რეგიონალური ტურიზმის პრობლემები და პერსპექტივები, ტურისტული გიდების მომზადების და გადამზადების საკითხები, გიდების თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიასა და თურქეთში, როგორც ერთიან ტურისტულ რეგიონში.

”ერთიან ტურისტულ რეგიონად იმიტომ განვიხილავთ, რომ ევროპიდან შემოსული ტურისტი იქნება თუ იაპონიიდან, მისთვის არ იქნება საინტერესო მხოლოდ საქართველო. ჩვენთვის საკმაოდ კარგია, რომ თურქეთში შემოსული ტურისტი დაინტერესდეს სამხრეთ კავკასიით და შეიქმნას უკვე ერთობლივი პროექტი : თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი”- აცხადებს ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი ქეთი მელაძე.

რას სთავაზობს საქართველო ტურისტებს და არა მხოლოდ უცხოელ ტურისტებს? ქეთი მელაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა კი არ იციან კარგად საქართველო.

"ადგილობრივი ტურიზმი არის მთავარი დასაყრდენი ნებისმიერ სერიოზულ ტურისტულ ქვეყანაში"- თვლის ბათუმის ფორუმის ერთერთი ორგანიზატორი გიორგი დარციმელია . მისივე თქმით:

”ჩვენ ჩვენს ქვეყანაში შეგვიძლია ვიყოთ ტურისტები და ფული შეიძლება ქვეყნის შიგნითაც დაიხარჯოს”.

ბათუმის ფორუმი 6 დეკემბერს დასრულდება. საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის გიდების ასოციაციები შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდებიან.

XS
SM
MD
LG