ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ახალი ინიციატივა გლობალურ ჯანდაცვასთან დაკავშირებით


ამერიკა გლობალური ჯანდაცვის პროგრამებისთვის 63 მილიარდ დოლარიანი დახმარების გამოყოფას აპირებს.

ახლახანს გაკეთებულ განცხადებაში ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტაცია გლობალური ჯანდაცვის პროგრამებისთვის დაფინანსების გაზრდას გეგმავს.

საუბარია აივის ვირუსთან, მალარიის ინფექციასთან ბრძოლის და ბავშვთა სიკვდილიანობის შეჩერების პროგრამებზე. ამ ყველაფერთან საბრძოლველად ამერიკა რამდენიმე წლიანი, 63 მილიარდ დოლარიანი დახმარების გამოყოფას აპირებს.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელები კვლავ მაღალ უმუშევრობის დონესა და რეცესიისგან გამოწვეულ სხვა პრობლემებს ებრძვიან, ამერიკა დახმარების მიმღებ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ თავადაც დიდი ძალისხმევა გასწიონ ეგრეთ წოდებული საზოგადო ჯანდაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

“ამერიკას სურს თქვენს ქვეყნებში ფულის, გამოცდილებისა და დროის დაბანდება, იმისათვის რომ ჯანდაცვის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. მაგრამ ჩვენ იგივე შრომის გაწევას გთხოვთ თქვენივე ქვეყნებში ადამიანური რესურსის მოძიების, შესაძლებლობების დახვეწის და სადაც რეალურად გეჩვენებათ, იქ ფინანსური დახმარების გაწევის საქმეშიც.”-აცხადებს ჰილარი კლინტონი.

ჰილარი კლინტონს ქვეყნების მთავრობები არ გაუკრიტიკებია, მაგრამ აღნიშნა, რომ სამხრეთ აფრიკის ყოფილი მთავრობა წლების მანძილზე უარყოფდა კავშირს აივის ვირუსსა და შიდსს შორის.

მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ახლანდელი მთავრობა და მისი ლიდერი ჯაკობ ზუმა მსოლფიოს ყველაზე მძიმე შიდსის ვირუსთან ბრძოლისთვის ყველაფერს გააკეთებს.

“ქვეყნის ლიდერობას მნიშვნელობა აქვს. წლების მანძილზე სამხრეთ აფრიკა ვირუსის არსებობას არ აღიარებდა და რამდენიმე წელიწადში ეპიდემიის მთავარი კერა გახდა. დღეს იქ მსოფლიოში დაინფიცირებული ხალხის ყველაზე მაღალი რაოდენობა ცხოვრობს. პრეზიდენტ ზუმამ ეს მიდგომა შეცვალა”-აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ვაშინგტონში, პარტიებს შორის არსებული აზრთასხვადასხვაობისა, სამედიცინო სფეროს დაფინანსების საქმეს კონგრესის ორივე პარტია თანაბარი ყურადღებით ეკიდება. მან ყოფილი პრეზინდეტ ბუშის ადმინისტრაცია შეაქო იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მას მსოფლიო ჯანდაცვის პროგრამების საქმეში მიუძღვის.

მისი განცხადებით, ამერიკის გლობალური ჯანდაცვის პროგრამები დღეს პრეზიდნეტ ჯორჯ ბუშის დაწყებულ სამქეს ეფუძნება, თუმცა ამ შემთხვევაში გამორჩეული ყურადღება ფეხმძიმე ქალებისა და ოჯახების დაგეგმვის საქმეს ენიჭება.

“ოჯახის დაგეგმვა დღეს მსოფლიოში ყველაზე დაბალ ღირებულებიანი საზოგადო ჯანდაცვის ინიციატივაა. ის დედებს ეხმარება ზუსტად განსაზღვრონ ბავშვების გაჩენას შორის დრო და ზოგადად დედები ყველაზე ჯანმრთელ ასაკში გახდნენ. ის იცავს ქალებს სახიფათო აბორტებისგან.”-განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ ამერიკა მოუწოდებს მსოფლიო ქვეყნებს მიიღონ ან თუ აქვთ გაამკაცრონ კანონი არასრულწლოვანთა დაქორწინების შესახებ.

XS
SM
MD
LG