ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები საიდუმლო სადაზვერვო ქსელებს იყენებენ


ამერიკელები საიდუმლო სადაზვერვო ქსელებს იყენებენ
ამერიკელები საიდუმლო სადაზვერვო ქსელებს იყენებენ

აშშ-ის სამხედროებს პაკისტანში სამხედრო ოპერაციების ჩატარება ხშირ შემთხვევეში ეკრძალებათ.

ამერიკელები საიდუმლო სადაზვერვო ქსელებს იყენებენ
ამერიკელები საიდუმლო სადაზვერვო ქსელებს იყენებენ

გაზეთი "ნიუ იორკ თაიმსი" აქვეყნებს ინფორმაციას, იმის თაობაზე , რომ ამერიკელი სამხედროები იყენებენ საიდუმლო სადაზვერვო ქსელებს ,რომელთა შემადგენლობაში დამოუკიდებელი დაზვერვის აგენტები მუშაობენ. მიუხედავად მსგავსი პრაქტიკის არალეგალურობისა , აგენტები ავღანეთსა და პაკისტანში მოქმედებენ.

"ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, კერძო კონტრაქტორები დაზვერვისა და ინფორმაციის მოგროვების მთავარ წყაროდ იქცა, მიუხედავ იმისა, რომ თავდაცვის დეპარტამენტის კანონმდებლობა კონტრაკტორების დაზვერვისთვის გამოყენებას კრძალავს.

ამასთან გაზეთში გამოკვეთილია ის ფაქტი, რომ აშშ-ის სამხედროებს პაკისტანში სამხედრო ოპერაციების ჩატარება ხშირ შემთხვევეში ეკრძალებათ.

წლის დასაწყისში ამერიკის მთავრობამ განაცხადა, რომ ჯაშუშთა ქსელი აღარ მოქმედებს რეგიონში. მაგრამ "ნიუ ოირკ თაიმსი" აღნიშნავს, რომ კერძო ჯაშუშებს თითქმის 22 მილიონ დოლარს უხდიან და მას კოორდინაციას კორპორაცია "ლოკჰიდ მარტინი" უწევს. ეს უკანასკნელი კი პენტაგონის სპეცოპერაციების განყოფილების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

XS
SM
MD
LG