მთავრობის დაფინანსების დროებითი საშუალებების ვადა დღეს იწურება. ობამას არაფერი უთქვამს იმის თაობაზე თუ კონკრეტულად რა საკითხები უშლის ხელს პრობლემის მოგვარებას. ობამამ ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც სენატის უმრავლესობის ლიდერთან დემოკრატ ჰერი რაიდთან და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ რწმუნებულთან ჯონ ბენერთან იქონია შეხვედრა. ეს უკვე მათი მეოთხე შეხვედრა იყო. თუ კონგრესმა ადგილობრივი დროით დღეს შუაღამემდე ვერ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ბიუჯეტზე სამთავრობო სტრუქტურებსი უმეტესობა იძულებული შეიქმნება შეაჩეროს მუშაობა. ობამამ ისევ აღნიშნა ხაზგასმით, რომ სამთავრობო სტრუქტურების მუშაობის შეჩერების ფაქტი ზიანს მიაყენებს აშშ-ს ეკონომიკის გამოცოცხლებას, რაც როგორც მან თქვა მიუღებელია.
როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა მან და ორივე პოლიტიკური პარტიის წამყვანმა წარმომადგენლებმა განსაზღვრულ წარმატებას მიაღწიეს ბიუჯეტის საკითხის მკვდარი წერტილიდსან დაძვრის საკითხში, მაგრამ მიუხედავად ამისა კვლავაც გადაუჭრელი რჩება მთელი რიგი რთული საკითხებისა.