აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი ოჯახი, შობას ჰავაის კუნძულებზე შეხვდა.
პრეზიდენტს შაბათის ყოველკვირეულ მიმართვისას, მისი მეუღლე მიშელ ობამაც შეუერთდა.
მათ ამერიკელებს მოუწოდეს არ დაივიწყონ ჯარისკაცები და მათი ოჯახები. მიშელ ობამამ აღნიშნა, რომ ჯარისკაცების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, სიმბოლური საჩუქარი და მადლიერების გრძნობა მნიშვნელოვანია შობის დღესასწაულზე.
გასულ წელს ობამა ჰავაიზე სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებს ესტუმრა.
წელს პრეზიდენტს მსგავსი გეგმები არ გააჩნია. არამედ იგი უმეტეს დროს გოლფის მოედანზე, სპორტულ დარბაზში და სანაპიროზე ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს.