ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაციის კულტურის განვითარების პროგრამა


ობამას ადმინისტრაციის კულტურის განვითარების პროგრამა

„სმარტ პაუერის“ პროგრამის საშუალებით, უცხოური აუდიტორია ამერიკისა და ამერიკული ვიზუალური ხელოვნების შესახებ უამრავ ინფორმაციას შეიძენს.

ამერიკის მთავრობა ცნობილ მუსიკოსებსა და ჰოლივუდის ვარსკვლავებს საერთაშორისო კეთილი ნების მისიებში უკვე ათწლეულებია აგზავნის. წელს კი პირველად, ამერიკა მსახიობებს კულტურის ატაშეებად მიავლენს.

ობამას ადმინისტრაციის კულტურის განვითარების პროგრამას ნიუ იორკის, ბრონქსის ხელოვნების მუზეუმი გაუწევს ზედამხედველობას.

„ვფიქრობ, ეს ფანტასტიური იდეაა. ბრონქსის მუზეუმს, თავისთავად, ბევრი რამ გაუკეთებია საზოგადოების ჩართულობის გასაზრდელად. მუზეუმის ბაზაზე მოღვაწე მსახიობები აქტიურად მუშაობენ ხალხთან ერთად, ისევე როგორც უცხოურ აუდიტორიასთან და საზღვარგარეთელ შემსრულებელბთან მთელს მსოფლიოში. ამიტომაც, ბუნებრივია ახალი მისია კარგად ჩაჯდება ჩვენს ამოცანებში. შესაბამისად, ძალიან მოხარულები ვართ, რომ სწორედ ბრონქსის მუზეუმის ბაზაზე მოხდება ამერიკელი მსახიობების წარგზავნა უცხოეთში. მანამდე, მხოლოდ პირიქით ხდებოდა.“ - ამბობს მუზეუმის დირექტორი ჰოლი ბლოკი და დასძენს, რომ პროგრამის მუშაობაში მონაწილეობის მიღება მხატვრებს, მოქანდაკეებს, არქიტექტორებსა და დიზაინერებს შეუძლიათ.

„სავარაუდოდ, შემოტანილი განაცხადები კარგად უნდა ასახავდეს ამ ადამიანების ამოცანებსა და მიზნებს. ჩვენ, ჩვენის მხრივ, შევეცდებით თითოეულ მათგანში დავინახოთ ის განსაკუთრებული მუხტი, რომლის გადატანა ამერიკელ შემოქმედებს სურთ უცხოეთში, რაც უცხოელ აუდიტორიას კიდევ უფრო მეტად დააინტერესებს და ამასთან, გაუღვივებს ამერიკასთან ურთიერთობის სურვილს. ჩვენ ამ ამერიკელ მოღვაწეებთან ასევე აქტურად ვიმუშავებთ პროექტის დასკვნით ეტაპებზე, რათა გულდასმით შევარჩიოთ პარტნიორი ობიქტები და ორგანიზაციები მთელი მსფლიოს მაშტაბით.“

წელს ბრონქსის მუზეუმის ეგიდით, ამერიკის მთავრობა შეარჩევს 15 ამერიკელ შემოქმედს, რომლებიც მსოფლიოს 15 ქვეყანაში ადგილობრივ სტუდენტებთან, ხელოვნების დარგის მოღვაწეებთან, პედაგოგებთან და მხატვრებთან ერთად, სხვადასხვა პროექტს გაუძღვებიან. ამ ქვეყნების რიცხვში, არსებული ინფორმაციით იქნება ვენესუელა, ჩინეთი, პაკისტანი, ლიბანი და სხვები.

ამერიკელი მხატვარი ტიმ როლინსი ბრონქსის მუზეუმის დირექტორთა საბჭოშია. 1980 წლის შემდეგ, იგი ახალგაზდა მხატვრებთან მუშაობს. როლინსი ამბობს, რომ მოგზაურობა მხატვრის ცნობიერებას აფართოებს:

„ჩემი ყველა უცხოური ტურნეს შემდეგ, ახალი კონცეფცია მიჩნდება, და ახლებური მიდგომა მიღწევადი ხდება. ხშირად ბევრი ასეთი რამ, მანამდე წარმოუდგენელია. საზღვარგარეთ მუშაობის დასაწყისში, არც კი ვიცი, ვისთან მომიწევს თანამშრომლობა. თუმცა მრავალფეროვანი საზოგადოება და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ნამდვილად იძლევა ახალი მიგნებებისა და აღმოჩენების გაკეთების საშუალებას.“

პროგრამის სპონსორებიც, და მონაწილეებიც იმედოვნებენ, რომ „სმარტ პაუერის“ პროგრამის საშუალებით დიალოგი შედგება და უცხოური აუდიტორია ამერიკისა და ამერიკული ვიზუალური ხელოვნების შესახებ უფრო მეტს გაიგებს.

XS
SM
MD
LG