ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ახალი პოლიტიკური წელი


საქართველოს ახალი პოლიტიკური წელი
საქართველოს ახალი პოლიტიკური წელი

საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი თემურ იაკობაშივილი ნიუ იორკში საგანგებოდ ჩამოვიდა.

საქართველოს ახალი პოლიტიკური წელი
საქართველოს ახალი პოლიტიკური წელი

ახალი პოლიტიკური წელი საქართველოსთვის მტკივნეული საკითხით იწყება: 7 სექტემბერს გაერო აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნების, ასევე ქონებრივი საკუთრების შესახებ რეზოლუციას განიხილავს.

საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი თემურ იაკობაშვილი ნიუ იორკში საგანგებოდ ჩამოვიდა, რათა მსოფლიოში მხარდამჭერ ქვეყანათა რიცხვი გაზარდოს:

„იყო აფრიკის კავშირთან შეხვედრა, ყველა აფრიკის ქვეყანასთან.შედგა კარიბის აუზის ქვეყნებთანაც შეხვედრა. ლათინური ამერიკის ქვეყნებთან შეხვედრა, წყნარი ოკეანის ქვეყნებთან შეხვედრა. ყველა შეხვედრაზე დეტალურად მოვყევით ჩვენი მიდგომები დევნილების უფლებებთან დაკავშირებით. იმ ფონზე ,როდესაც რუსები და მათი საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში უკვე ქონებრივ გადანაწილებაზე საუბრობენ, ასეთი რეზოლუცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ ტიპის ქმედებები არანაირ ლეგალურ ჩარჩოებში არ ჯდება და ეს არის უკანონო“-აცხადებს თემურ იაკობაშვილი.

2000 წლიდან მოყოლებული, ამ რეზოლუციას სულ უფრო მეტი გაეროს წევრი ქვეყანა უერთდება. მაგრამ წელს სიტუაცია გართულებულია იმითაც ,რომ აფხაზეთის დე -ფაქტო ხელისუფლება რუსეთის აღიარებითაა გულმიცემული. ეს და კიდევ რამდენიმე ასპექტი კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო დარგში ალექსანდერ ქულის სკეპტიციზმის საფუძველს აძლევს:

„სამწუხაროდ, არა მაქვს იმედი, რომ მოცემული რეზოლუცია დევნილთა დაბრუნების საკითხში რამეს შეცვლის, საქართველოს მთავრობას და რეინტეგრაციის სამინისტროს ახალი გეგმა აქვს, რომელიც მოსახლეობის ურთიერთობის გააქტიურებას გულისხმობს ორივე მხრიდან. აფხაზებს ქართულ სასწავლებლებში სწავლის გზას უხსნიან, ჯანდაცვის პროგრამებში რთავენ და მრავალი სხვა . ეს ყველაფერი ძალიან კარგია, ათი წლით დაგვიანებული რომ არ იყოს. როგორც კი აფხაზები გააცნობიერებენ, რომ ამ პროცესების მიზანი საქართველოსთან რეინტეგრირებაა, მაშინვე უარს იტყვიან ყველაფერზე."

ბატონი კულის აზრით:

"მეორე პრობლემა, რომელიც ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით არსებობს არის ის, რომ მთავრობა გამორიცხავს საქმის დაჭერას აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან. მე პირადად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი აბსოლუტურად არალეგიტიმურები არიან, ვინც ფაქტობრივადაა პასუხისმგებელი, იმას უნდა გავესაუბროთ, თუნდაც ეს არ გსიამოვნებდეთ. ახლა აფხაზები დაცულად გრძნობენ თავს, რადგან უყურებენ, როგორ პატრულირებს რუსეთი არმია და ხედავენ, რომ რუსეთს მათი უსაფრთხოების ვალდებულება აქვს აღებული. "

სხვაგვარად ფიქრობენ ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი ამერიკელები, რომლებიც ხაზს უსვამენ ამ რეზოლუციის მნიშვნელობას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში. საქართველოს განვითარების პოლიტიკური კლუბის დამფუძნებელი გელა სული ალექს კულის არგუმენტებს უწევს ოპონირებას:

„შეიძლება ამ გადაწყვეტილებამ პირდაპირი გავლენა არ მოახდინოს ადგილზე რაღაცეების შეცვლაზე, მაგრამ ამ გადაწყვეტილების დაფიქსირება არის მნიშვნელოვანი არგუმენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ან იმ სიმართლის აღდეგნისთვის, რაც სინამდვილეში მოხდა, რომ ფაქტიურად ნახევარი მაცხოვრებლები გამოყარეს ძალით იქიდან და ხალხი უნდა დაუბრუნდეს საკუთარ საცხოვრებელს“

ამ ეტაპზე თავიანთ სახლებში დაბრუნებას მეოთხედი მილიონი ლტოლვილი ელის, თუმცა კრიტიკოსთა აზრით, სწორედ მათი დიდი რიცხვი არის ერთერთი ხელისშემშლელი მათი დაბრუნების საკითხში.

აი რას ამბობს ალექს კული:

"ამ ყველაფრის თავში დემოგრაფიაა: მათ 250,000 დევნილის დაბრუნება რომ დაუშვან, ქართველები აფხაზურ სახელმწიფოში უმრავლესობა აღმოჩნდებიან და ვინაიდან აფხაზები საკუთარ თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევენ, ასეთი დემოგრაფიული დისბალანსი მათთვის მიუღებელი იქნება“

ამ კომენტარზე რეინტეგრაციის მინისტრი თემურ იაკობაშვილი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ დემოგრაფიული სურათი ძალადობრივი გზით იყო შეცვლილი და დღესდღეობით ამ საკითხზე საუბარს გვერდს ვერ აუვლით ისე, რომ ეთნიკური წმინდა არ ვახსენოთ:

"აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონში, დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს. სეპარატისტები იძულებულები არიან ცხინვალში, აფხაზეთში-ნაკლებად, ანგარიში გაუწიონ რუსებს. ორივე შემთხვევაში ვხედავთ, რომ ხდება მართვა რუსეთიდან. 200 ათასი ქართველი და უფრო მეტად გაცილებით და ასევე სხვა ერების წარმომადგენლები საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან და ყველა სახის გადაწყვეტილება ,რომელიც ითვალისწინებს იმ ხალხის აზრს, იქნება მცდელობა რომ რაიმე ფორმით დააკანონოს ეთნიკური წმენდა და მისი შედეგები. ამიტომ ჩვენ ვერ დავუჯერებთ დარჩენილი მოსახლეობის უმცირესობას, როცა 80 პროცენტი მოსახლეობის ერთი რეგიონიდანაა და მეორე რეგიონიდან კი გამოყრილები არიან საკუთარი სახლებიდან."

შეგახსენებთ, რომ ლტოლვილთა და დევნილთა დაბრუნების და ქონებრივი საკუთრების შესახებ რეზოლუცია გაეროში 7 სექტემბერს განიხილება, შედეგებზე შემდეგ კვირას ვისაუბრებთ.

XS
SM
MD
LG