ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა ფხენიანს ადანაშაულებს


პრეზიდენტი ლი მუნ ბაკი გაეროში სიტყვით ორშაბათს გამოვა.

სამხრეთ კორეა აცხადებს,რომ მათ მიერ გამოძიებულ საქმეს ჩაძირული სამხედრო გემის შესახებ, ისინი გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენენ .

პრეზიდენტის პრესსპიკერის ლი დონგ კვანის განცხადებით, პრეზიდენტი ლი მუნ ბაკი გაეროში სიტყვით ორშაბათს გამოვა. თავის სიტყვაში იგი გაამახვილებს ყურადღებას იმ ზომებზე, რის მიღებასაც სეული ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ აპირებს.

ამის შემდეგ თავდაცვის, საგარეო და კორეის რეინტეგრაციის მინისტრები ერთობლივ კონფერენციაზე დამსწრეებს გააცნობენ თავიანთ სამომავლო გეგმებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ.

მას შემდეგ,რაც სამხრეთ კორეამ ღიად დაადანაშაულა ფხენიანი სამხედრო გემის ჩაძირვაში მხარეებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.

XS
SM
MD
LG