ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია რუსეთის ქმედებას აპროტესტებს


იაპონია რუსეთის ქმედებას აპროტესტებს
იაპონია რუსეთის ქმედებას აპროტესტებს

კურილის ოთხი კუძული რუსეთსა და იაპონიას შორის კვლავაც დავის საგანია.

იაპონიის ოფიციალურმა პირებმა, კურილის კუნძულებზე რუსეთის ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლის ჩასვლის გამო, პროტესტი გამოხატეს.

რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დელეგაციასთან ერთად კურილიის ორ კუნძულს დღეს ეწვია.

როგორც ცნობილია, კურილის ოთხი კუძული რუსეთსა და იაპონიას შორის კვლავ დავის საგანია. კუნძულები საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიკავა.

იაპონიასა და რუსეთს შორის ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრეზიდენტი მედვედევი პირველ ნოემბერს კუნძულებზე ჩავიდა. ის პირველი რუსი ლიდერი გახდა, რომელმაც სადავო ტერიტორია მოინახულა.

შუვალოვის თქმით, მისი ვიზიტის მიზანია, რომ ადგილზე შეამოწმოს ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განვითარებული პროცესი.იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა შუვალოვის ქმედებას „ძალზედ სამწუხარო“ უწოდა.

XS
SM
MD
LG