ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანური თალიბანის კიდევ ერთი ტერაქტი


პაკისტანური თალიბანის კიდევ ერთი ტერაქტი

მეამბოხეებმა ნატოს ძალებისთვის განკუთნილ ტვირთზე მიიტანეს შეტევა.

პაკისტანში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა პაკისტანურმა თალიბანმა აიღო. ტერორისტული აქტი იმ ტანკერების კოლონაზე განხორციელდა, რომელსაც ავღანეთში ნატოს და შეერთებული შტატების სამხედროებისთვის საწვავი გადაქონდა.

პაკისტანელმა ტერორისტებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი გააგრძელებენ თავდასხმებს, ვიდრე პაკისტანიდან კოლონების მოძძრაობა არ შეწყდება.

პოლიცის განცხადებით, დაუდგენელმა შეირაღებულმა პირებმა 20 ტანკერისგან შემდგარ კოლონას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა.

დღეს პაკისტანში კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. ამჯერად სამხრეთში, ბალუჯისტანის რაიონში. მეამბოხეებმა ასევე ნატოს ძალებისთვის განკუთნილ ტვირთზე მიიტანეს შეტევა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG