ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილიაში მუშათა პარტია ლიდერობს


ბრაზილიაში მუშათა პარტია ლიდერობს
ბრაზილიაში მუშათა პარტია ლიდერობს

ამ დროისთვის საარჩევნო კომისიამ უკვე ხმების 98 პროცენტი დათვალა.

ბრაზილიაში გამართულ არჩევნების პირველ ტურში მმართველი მუშათა პარტია ლიდერობას ინარჩუნებს, თუმცა მეორე ტურის გამართვა მაინც აუცილებელი იქნება.

ამ დროისთვის საარჩევნო კომისიამ უკვე ხმების 98 პროცენტი დათვალა. მმართველი პარტიის ლიდერმა დილმა რუსეფმა ამომრჩეველთა ხმების 46, 9 პროცენტი მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა სოციალ-დემოკრატმა ჟოზე სერამ კი მხოლოდ 32, 6 პროცენტი. საარჩევნო სენსაციას კი მწვანეთა პარტიის ლიდერის მარინა სილვას შედეგები წარმოადგენს. მან 19,3 პროცენტი მიიღო, რაც დაახლოებით 14 პროცენტით აღემატება ექსპერტების მიერ გაკეთებულ პროგნოზს.

რაც შეეხება ამჟამინდელ პრეზიდენტს ლულა და სილვას, მას მესამე ვადით კენჭისყრის უფლება აღარ აქვს. თუმცა ის თავის თანაპარტიელ დილმა რუსეფს უჭერს მხარს. გამარჯვების შემთხვევაში დილმა რუსეფი ბრაზილიის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.

XS
SM
MD
LG