ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მრავალათასიანი აქცია თბილისში


ივანიშვილის განცხადებით, 7 ივლისს ასეთივე აქცია ქუთაისში გაიმართება.

დღეს თბილისში თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" ეგიდით გამართული მრავალათასიანი აქცია გაიმართა. ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მანიფესტაციაში მონაწილე ადამიანებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ამ აქციით "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ივანიშვილის განცხადებით, 7 ივლისს ასეთივე აქცია ქუთაისში გაიმართება.

"ჩვენ უნდა მივიდეთ ყველგან და უნდა ავამოქმედოთ ყველა. მივალთ ყველა ქალაქში და გავმართავთ ასეთ აქციებს. შემოდგომამდე მთელ ქვეყანას ერთად შევკრავთ და გპირდებით, ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. ოცნებების ასრულება შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებით იწყება," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მანიფესტაციას შეუერთდა „სახალხო კრებაც.“ აქციაზე იმყოფებოდნენ კრების ლიდერები ნინო ბურჯანაძე, რეზო ესაძე, ლუკა კურტანიძე, ნონა გაფრინდაშვილი და მხარდამჭერები. სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, აქციაში დღეს 110 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სააგენტო „ჯიეიჩენის“ ცნობით კი, დემოსნტრაციაში მონაწილეთა რაოდენობა 250 ათასიდან 300 ათასამდე მერყეობდა.

XS
SM
MD
LG