ისრაელის პოლიციამ იერუსალიმის გარეუბანში დანით დაჩეხილი ამერიკელი ტურისტი ქალის გვამი აღმოაჩინა.
დაღუპულის მეგობარი ბრიტანელი ქალბატონის განცხადებით, ისინი ტყეში ფეხით მოგზაურობის დროს, არაბულ ენაზე მოლაპარაკე უცნობმა პირებმა გაიტაცეს. მასაც მიაყენეს დანით ჭრილობები და ხელფეხშეკრული დააგდეს გზაზე, მას შემდეგ რაც მან თავი მოიმკვდარუნა.
ისრაელის პოლიცია ამ საქმესთან ისლამისტი ექსტრემისტების კავშირს არ გამორიცხავს.