ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გსურთ თუ არა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უმუშევრობის პერიოდში ჰქონდეთ შემწეობა?


თავისუფალ ასოცოაციათა კავშირს მიაჩნია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება არის უკანონო, კავშირის თავმჯდომარის ალექანდრე შალამბერიძის განცხადებით ცსკოს გადაწყვეტიებას ისინი სასამართლოში გაასაჩივრებენ.

რეფერენდუმით საქართველოს მოქალაქეებისთვის უმუშევრობის პერიოდში შემწეობის დანიშვნის საკითხის ინიციატივით მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს ორგანული კანონის ”რეფერენდუმის შესახებ'' მე-10 მუხლის შესაბამისად მიმართა ”თავისუფალ ასოციაციათა კავშირის” საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ სარეფერენდუმო, იგივე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სარეფერენდუმოდ რეგისტრაციაში გაეტარებინა საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს მეტად მნიშვნელივანი საკითხი.

საინიციატივო ჯგუფის წევრის, თამარ სადღობელაშვილის თქმით, 28 თებერვალს ცენტრალურმა სარეფერენდუმო კომისიამ ( იგივე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ) განიხილა აღნიშნული საკითხი და გადაწყვიტა უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, არ მიეცა საინიციატივო ჯგუფისთვის 20 ათასი ხელმოწერის შეგროვების უფლება იმ მოტივით, რომ ”სარეფერენდუმო საკითხი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს არ წარმოადგენს:

” ჩვენ მიგვაჩნია, რომ კომისიის პასიხია საკმაოდ ცინიკური, აქ არის მითითებული, რომ აღნიშნული საკითხი თურმე არ წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკითხს. ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ.”

თავისუფალ ასოცოაციათა კავშირს მიაჩნია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება არის უკანონო, კავშირის თავმჯდომარის ალექანდრე შალამბერიძის განცხადებით, ცსკოს გადაწყვეტიებას ისინი სასამართლოში გაასაჩივრებენ:

” პირველ ადგილზეა უმუშევართა რაოდენობა და იგი წარმოადგენს 71%-ს, მეორე ადგილზეა სიღატაკე , რომელიც 62%-ს შეადგენს. თანდართული დოკუმენტებით, მათ შორის პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში, სადაც იგი უმუშევრობის მაღალ დონეზე საუბრობდა და დაასახელა ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები, როგორიც არის მაგალითად პროფესიული გადამზადება, ასევე სხვადასხვა სამუშაო ადგილების შექმნა.. და ამით ვასაბუთებთ, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი. სხვა კანონის მუხლი რომ მოეტანა სარეფერენდუმო კომისიას, რომელშიც ვთქვათ წერია, რომ ეს გადის კანონის ზღვარზე, რომ არ შეიძლება დაისვას ეს კითხვა, მაშინ ალბათ არ გავასაჩივრებდით. მაგრამ როდესაც ცსკო ამბობს, რომ ეს არ წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხს, რა თქმა უნდა ამას ვასაჩივრებთ..

როდესაც ამ ქვეყანაში შეიცვლება სიტუაცია და ყველა ხელისუფლებას, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობა ექნება, არ უნდა დაისვას კითხვა, რატომ არ გავასაჩივრეთ”.

თამარ სადღობელაშვილის თქმით, უმუშევრები შემწეობას ღებულობენ არა მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებში, არამედ პოსტსაბჭოურ ქვეყნებშიც:

” ნებისმიერ ადამიანს კითხეთ საქართველოში, ყველა დადებითად გიპასუხებთ - დიახ, უმუშევრებს უნდა ჰქონდეთ შემწეობა. ეს მიღებული პრაქტიკაა ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში, ყველგან აბსოლუტურად. პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც უმუშევართა შემწეობა არ არის. ჩვენ მეზობელ ქვეყნებს რომ გადავხედოთ.. სომხეთში შემწეობა $50 შეადგენს , აზერბაიჯანში $120-მდე , უკრაინაში $ 80 -მდე, ყველაზე დაბალი შერმწეობაა ბელორუსში - $ 18, $50-დან - $ 400 დოლარამდე შემწეობას იღებენ რუსეთში. ასე, რომ, მარტო ჩვენ ვართ დარჩენილები."

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG