დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მცირე დიპლომატიური გუნდი აღმოსავლეთ ლიბიაში ამბოხებულებთან მართავს მოლაპარაკებას.
ლაიამ ფოქსმა ამის შესახებ სააგენტო „ბიბისის“ განუცხადა. მისი თქმით, დიპლომატები ქალაქ ბენღაზში იმყოფებიან. დღეს ბრიტანულმა გამოცემამ “სანდი თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია ლიბიელი ამბოხებულების მიერ 8 ბრიტანელი სპეცრაზმელის და ერთი დიპლომატის დატყვევების შესახებ. გაზეთის ცნობით, სპეცრაზმს საიდუმლო მისია ქონდა. ისინი ბრიტანელ დიპლომატს ამბოხებულებთან კონტაქტის დამყარებაში ეხმარებოდნენ.