ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ამერიკული ხორცი აიკრძალა


რუსეთში ამერიკული ხორცი აიკრძალა
რუსეთში ამერიკული ხორცი აიკრძალა

"ტაისონმ თავადაც ამოიღო ამერიკული ბაზრიდან გატარებული ხორცის პროდუქცია, მას შემდეგ რაც ოჰაიოს შტატში ბაქტერიის შემთხვევა დაფიქსირდა.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური სამსახური როსპოტრებნადზორი- ამერიკაში ცნობილი კომპანიის, „ტაისონის“, ხორცის პროდუქტს კრძალავს. კომპანიის წარმომადგენელთა ცნობით, "როსპოტრებნადზორი" მიზეზად იკოლით დაბინძურებაზე ეჭვს ასახელებს.

"ტაისონმა" თავადაც ამოიღო ამერიკული ბაზრიდან გატარებული ხორცის პროდუქცია, მას შემდეგ რაც ოჰაიოს შტატში ბაქტერიის შემთხვევა დაფიქსირდა. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სამსახურმა ანალოგიური ზომების მიღებისკენ ბელარუსის და ყაზახეთის მთავრობებსაც მოუწოდა.

იკოლის დაავადებას ჩვეულებრივი საკვებით მოწამვლის სიმპტომები აქვს. გამწვავების შემთხვევაში ის შეიძლება თირკმლის ფუნქციის მოშლით და სიკვდილით დამთავრდეს.

XS
SM
MD
LG