ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში კვლავ მსხვერპლია


პაკისტანში კვლავ მსხვერპლია
პაკისტანში კვლავ მსხვერპლია

ავტობუსების გაჩერებასთან ირანში მიმავალი 7 ადამიანი მოკლეს.

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა შიიტი მუსლიმებით სავსე მიკროავტობუსი დაცხრილეს. ამ ტერაქტის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ქალი.

თავდასხმა ბელუჯისტანის დედაქალაქ ქვეტაში მოხდა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა. გააფთრებულმა ბრბომ საავადმყოფოს მახლობლად საპროტესტო დემონსტრაციის დროს ორი ავტომობილი და მოტოციკლეტები დაწვა.

პარასკევს ამ ქალაქში კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა, როდესაც ავტობუსების გაჩერებასთან ირანში მიმავალი 7 ადამიანი მოკლეს.

XS
SM
MD
LG