ერთი ადამიანი დაიღუპა და 300-მდე დაშავდა დღეს იემენის დედაქალაქ სანაში, სადაც საპროტესტო აქცია პოლიციის მიერ იქნა დარბეული.
ათეულ ათასობით აქტივისტი იყო შეკრებილი პარასკევს ქალაქ სანას მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე, რაც იემენის ისტორიაში ერთგვარ რეკორდს შეადგენს. წინა დღით პრეზიდენტი ალი აბდალ სალეჰი დაპირდა დემონსტრანტებს, რომ იგი მათ დაიცავდა და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების შესახებ სასწრაფო რეფერენდუმსაც დანიშნავდა.
დაპირების მიუხედავად, დღეს დემონსტრანტები სასტიკად დაარბიეს. ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ განცხადებით, იემენში საპროტესტო აქციების დაწყებიდან უკვე 30 ადამიანია დაღუპული.