ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვლადიმირ პუტინი - ოფიციალური კანდიდატი


ვლადიმირ პუტინი - ოფიციალური კანდიდატი

რუსეთის მმართველმა პარტიამ „ედინაია რასიამ“ პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 4 მარტს გაიმართება.

ვლადიმირ პუტინმა პრეზიდენტის თანამდებობა ორი ვადის ამოწურვის შემდეგ 2008 წელს დატოვა. მან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ღიად სექტემბერში დააფიქსირა და ამჟამინდელი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მომავალი მთავრობის თავმჯდომარედ დაასახელა.

რუსეთში ბევრი ფიქრობს, რომ პოსტების ასეთმა გაცვლამ შესაძლოა ქვეყანაში ავტორიტარიზმის გამყარებას შეუწყოს ხელი. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ვლადიმირ პუტინი რუსეთის უახლეს ისტორიაში სტალინის შემდეგ ყველაზე გრძელვადიანი მმართველი იქნება.

XS
SM
MD
LG