ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში მასობრივი დემონსტრაციისთვის ემზადებიან


მოსკოვში მასობრივი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად, მიტინგის ორგანიზატორები პირველად დაპირდნენ მონაწილეებს ცხელ ჩაისა და ნამცხვრებს

რუსეთის დედაქალაქში დღეს მასობრივი დემონსტრაციის მოლოდინში არიან. სავარაუდოდ, შაბათს ოპოზიცია უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანებს შეკრებს საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად.

ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთში მიმდინარე დეოკრატიული პროცესი დღეს მნიშვნელოვან გამოცდას გაივლის. თუ ოპოზიციამ დემონსტრაციაზე ხალხის მობილიზება ვერ შეძლო, მათი მიზანი შედარებით შესუსტდება იმის გამო, რომ რუსეთში საახალწლო სეზონი დაიწყო და 2012 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე რთული იქნება მსგავსი ღონისძიების მოწყობა.

პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინის ოპონენტებმა 100 ათასი დოლარის მოძიება შეძლეს ქალაქში აუდიო სისტმების დასაყენებლად. გარდა ამისა, ინტერნეტით გავრცელდა მრავალი პოპულარული მომღერლისა და მსახიობის მიერ დემონსტრაციის მხარდამჭერი განცხადებები. ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად, მიტინგის ორგანიზატორები პირველად დაპირდნენ მონაწილეებს ცხელ ჩაისა და ნამცხვრებს.

XS
SM
MD
LG